ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა ჰოსპიტალში 900-დან 5000 ლარამდე მერყეობს.
ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევაში თანხა შეიძლება იყოს ნაკლები ან მეტი.
მისივე თქმით, კონკრეტული თანხის დასახელება საკმაოდ რთულია, რადგან „ეს არის ის კომპონენტი, სადაც მნიშვნელოვანია უწყვეტობა და მაღალი ხარისხი“.
მინისტრის თქმით, ხარჯების დათვლის ფორმულა ახალია და სამინისტროს ჯერ დატარიფებული არ აქვს.
„ფაქტობრივი ხარჯით ხდება ანაზღაურება“, - განაცხადა ტიკარაძემ.