logo_geo
eng_logo
Boeing 737-ის სატვირთო თვითმფრინავმა ჰონოლულუს სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა
- +

2 ივლისი. 2021. 18:35

 

 

Boeing 737-ის სატვირთო თვითმფრინავმა ჰონოლულუს (ჰავაის კუნძულები) სანაპიროსთან ავარიული დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

 

აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა ეკიპაჟის ორივე წევრი გადაარჩინა.

 

„მფრინავებმა განაცხადეს, რომ ძრავის პრობლემები ჰქონდათ და ჰონოლულუში დაბრუნებას ცდილობდნენ, თუმცა იძულებულნი გახდნენ თვითმფრინავი წყალზე დაეშვათ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner