„თუ 2012 წელს წყალმომარაგება გვქონდა 50 ათას ჰექტრამდე, დღეს ეს გასამმაგებულია“, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„თავისი მიდგომებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შემთხვევაში. თუ 2012 წელს წყალმომარაგება გვქონდა 50 ათას ჰექტრამდე, დღეს ეს გასამმაგებულია. ამასთან, 500 ათას ჰექტრამდე ერთწლიანი დამ მრავალწლიანი ნარგავები და კულტურები გვექნება უკვე 10 წლისთავზე/. სახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდება, რომ საკუთრებაში არსებული მიწები გადასცეს კერძო სექტორს და დამუშავდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.