logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: გიგი უგულავამ სოც.ქსელში გამოაქვეყნა ახალი ფორმულა და პრაქტიკულად მოწოდება - ყველა მინუს „ოცნება“, თუნდაც გახარია
- +

2 ივლისი. 2021. 22:22

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერის გიგი უგულავას „ფეისბუკ“-სტატუსს ეხმაურება, რომლის თანახმად უგულავამ სოციალურ ქსელში ახალი ფორმულა გამოაქვეყნა: „ყველა მინუს „ოცნება“, თუნდაც გახარია“.

 

ანალიტიკოსი დაინტერესდა, ხომ არ არის გიორგი გახარია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირე:

 

„წინასაარჩევნოდ, გიგი უგულავამ სოცქსელში გამოაქვეყნა ახალი ფორმულა და პრაქტიკულად მოწოდება - ყველა მინუს „ოცნება“, თუნდაც გახარია. საკითხავია, ხომ არ არის გიორგი გახარია „ტროას ცხენი“ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს ის ე.წ. 43 %-იანი ჩამკეტი და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? საზოგადოებას ზუსტად ეს აინტერესებს. ხომ არ არის ის, თუ არის უკვე, „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირე?“ - წერს გია აბაშიძე. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner