„იქედან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიწის რესურსის ეფექტიან გამოყენებაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში უკვე ჯგუფი მუშაობს, პარლამენტში ჩვენ შევქმენით ამ რეფორმის მონიტორინგის ჯგუფი. მნიშვნელოვნად ვხედავთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში ჩაშვების აუცილებლობას“, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო მიწების თითქმის სამოცი პროცენტი აქვს საკუთრებაში. პრემიერ მუდმივად ვესაუბრებით, რომ არსებული მიწები რაც შეიძლება მალე უნდა გადაეცეს კერძო სექტორს, იქნება ეს პრივატიზება, აუქციონი თუ სხვა ფორმა, რათა დროულად დამუშავდეს ეს მიწები. სწორედ ეს მიდგომა არის ასახული ამ მიმართულებით. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს მიწები ქუცმაცდებოდა. ჩვენ ვმუშაობთ კოოპერატივების სიტემის განვითარებაზე, რომელიც ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას რომ გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით ჰქონდეთ მეტი პროდუქტიულობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.