logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ხათუნა გოგორიანთ გოგო ხომ არ დაგვენიშნა ცესკოს თავმჯდომარედ? გამოცდილება აკლია თუ გაყალბება-გამოყალბების მარიფათი?!
- +

3 ივლისი. 2021. 01:14

 

 

„ისე ამდენ რჩევა არჩევას ისევ ხათუნა გოგორიანთ გოგო ხომ არ დაგვენიშნა ცესკოს თავმჯდომარედ?  გამოცდილება აკლია თუ გაყალბება-გამოყალბების მარიფათი?!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„თუ გაყალბებაა გაყალბება იყოს!  აბა რავა!

ჰოდა კაცო აქეთ ხათუნა, იქით ლომჯარიანთ ძღაბი ნინო, შუაში კიდევ გიგაურიანთ გოგო ეკაი!

ზემოთ კიდევ ვარსკვლავებად პოლიტბიჭუნა მაჭუტა, ფანჩატურელი შალიკო,  ყვარყვარიანთ გუბაზა, მოტოციკლეტიანი პრაიდისტი თაბაგარი, ნაჯდომი გოგია წულაია....

და დემოკრატიაც გაიფურჩნება , ტერიტორიებიც გამთლიანდება, დემოგრაფიაც გედეირევა, ეკონომიკაც აყვავდება!

კიდო? ქვეყანაც აშენედება და გაბრწყინდება!

არ ვარ არქიმედეზე უარესი ჭკუის? ვიპოვე, „ევრიკა" საქართველოს გადარჩენის!

"გოუმარჯოს" 5 ივლისს და გამოხატვის "თავისებურებას"!

აპა არა! ვაი, ჩვენს პატრონს უბედურს!“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner