ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დელტა შტამით ინფიცირებულებსაც მკურნალობენ, ინფორმაცია კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "ღამის კურიერში" დაადასტურა. როგორც მან განაცხადა, ე.წ. დელტა შტამი სხვა შტამებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად გადამდებია.
"მას მეტად ახასიათებს სურდო, წყლისებური სურდო, ცხვირიდან მეტი გამონადენი, მეტად ახასიათებს თავის ტკივილი, მეტად ახასიათებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომატიკა - უფრო მეტად, ვიდრე სხვა შტამებით გამოწვეულ კოვიდს. მაგრამ, ეს განსხვავება არ არის ისეთი თვალსაჩინო, რომ მარტო ამით დიაგნოზი დაისვას," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.