„ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა მორიგი ლუსტრატორი და ლაკმუსის ქაღალდი ხდება ღია თუ ფარული პოლიტიკური პრეფერენციების გამოსავლენად“, -წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„"ნაცები" და მათი სიტუაციური მოკავშირეები ღიად ლობირებენ ნინო ლომჯარიას, რომელსაც ჩემი აზრით ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა არათუ არ ენდობა, ძალიან დიდი მიუღებლობა აქვთ, რბილად რომ ვთქვათ.
დღეს ბევრი აბსურდული აზრიც მოვისმინე, მათ შორის ცნობადი ექსპერტებისგანაც, მაგალითად ის რომ ცესკოს თავმჯდომარედ უცხოელი ხომ არ დაგვენიშნაო. გულშიც რომ ფიქრობდნენ ამას, საჯაროდ როგორ უნდა მიაყენო ასეთი შეურაცხყოფა შენს სახელმწიფოს! და იმ უცხოელს ექნება საზოგადოების ნდობა? თუ მხოლოდ ევროპელობა და/ან ამერიკელობაა საკმარისი ნდობისათვის?!
მოკლედ, გვიტევს ყოველი მხრიდან და ყველა საშუალებებით ეს ინტელექტით შეიარაღებული ეგოიზმი“, - წერს ანჯაფარიძე.