logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: მარკეტებში, რომ მაცივრებია და ამ პაპანაქება სიცხეში, პროდუქცია თითქმის ყველგან თბილია, ესეც ხელისუფლების ბრალია?
- +

3 ივლისი. 2021. 02:19

 

 

„სახელმწიფოს შენება არ ნიშნავს, იყო აუცილებლად სახელმწიფო სტრუქტურაში, ჩვენი ყოველდღიური ქმედება აშენებს ამ ქვეყანას და არა მთავრობა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„მარკეტებში, რომ მაცივრებია და ამ პაპანაქება სიცხეში, პროდუქცია თითქმის ყველგან თბილია, ესეც ხელისუფლების ბრალია?

მაცივარს ნახევრამდე რთავენ, რათა დენი დაწვას ნაკლები.... ამ დროს, მომხმარებელი არ ყიდულობს პროდუქციას, მარკეტის მფლობელს შემოსავალი აქვს ბევრად ნაკლები და ამ დროს, სახელმწიფოს სთხოვს სუბსიდირებას!!!

სახელმწიფოს შენება არ ნიშნავს, იყო აუცილებლად სახელმწიფო სტრუქტურაში, ჩვენი ყოველდღიური ქმედება აშენებს ამ ქვეყანას და არა მთავრობა.

ორი თეთრით ნაკლების გადახდა რომ გინდა ელ. ენერგიაში და ამის სანაცვლოდ, გაყიდვები თითქმის არ გაქვს, ეს შენშია ე.ი პრობლემა და არა რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში.

ევროპა, ევროპაო და აბა გაბედოს ვინმემ ევროპაში კლიენტის მიმართ ასეთი მიდგომა? ევროპაში თუ აქვთ მაღალი შემოსავლები, უნდა ნახოთ ერთი როგორ მუშაობენ, სახელმწიფოს აშენებს ხალხი, ევროპელები კი ოდითგანვე შრომაში ლამის თავს იკლავენ....

სულ რაღაც 30 წლის წინ, თურქეთი იყო ზე-გაჭირვებული ქვეყანა, ცივილიზაციის გარეშე და მათი ეკონომიკა სულს ღაფავდა, ახლა კიდევ? მსოფლიო ეკონომიკის მმართველთა სადავეები უჭირავს ამ ქვეყანას და ეს ყველაფერი როგორ მოხდა? თითოეული ადამიანი გრძნობდა პასუხისმგებლობას და მთელმა ერმა, ერთიანად დაიწყო შრომა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უზუსტესი გეგმა დადო განვითარების და სწორედ ამ გეგმით ააშენეს ქვეყენა.

წადით აბა ანტალიაში, როგორი მომსახურებაა, როგორ ექცევიან ტურისტებს, როგორ შრომობს ყველა.

მოკლედ, ყოველი დილა სახელმწიფოს შენებაა, რომელშიც ჩვენვე ვიღებთ მონაწოლეობას - ყველა ერთად!“, - წერს ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner