„არ უნდა იცოდეს, რომ სსრკ-ს სიმბოლიკა აკრძალულია? - ამ ქალბატონმა ჩაიდინა კანონით აკრძალული ქმედება, ანუ დანაშაული“, - წერს ანალტიკოსი ამირან სალუქვაძე „ერთიანი ნაციობალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის მისამართით.
„რუსეთის ჰიმნი რატომ დაუკარითო და რუსეთის არ იყო, სსრკ-ს ჰიმნიაო.
ერთ დროს დიპლომატმა არ უნდა იცოდეს, რომ რუსეთის ჰიმნი იგივე მელოდიაა, რაც სსრკს?
ან ის არ უნდა იცოდეს, რომ სსრკ-ს სიმბოლიკა აკრძალულია?
რომელი უფრო დიდი დანაშაულია, სსრკ-ს/რუსეთის (ორთავე ოკუპანტია) ჰიმნის ორჯერ გაჟღერება, იმ დარბაზში, სადაც, როგორც ნაცმოძრაობის მე-16 ნომერი ამბობს, დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, თუ გავრილოვის თვითნებურად (ან ამათი დაკვეთით. სადაც სსრკ-ს ჰიმნი ენატრებათ...) სპიკერის გვერდით, სათადარიგო სავარძელში ჩასკუპება?
რითი ამართლებს? მსგავსი ვერ მართლდება. ჰკითხეთ ბალტიისპირელ, პოლონელ და სხვა კოლეგებს, იქ რა მოხდებოდა მსგავსი დანაშაულის ჩადენის გამო.
დიახ, ამ ქალბატონმა ჩაიდინა კანონით აკრძალული ქმედება, ანუ დანაშაული. თავს გასულები იმუნიტეტის გამო არიან. ნუ გერიდებათ, კონკრეტულად კითხეთ, რატომ ჩაიდინა დანაშაული?
დანაშაულს გარდა, ასეთი ქმედებებით ახდენენ პარლამენტარიზმის, ფასეულობების დისკრედიტაციას.
აი ეს პარტია ხალხს დევნიდა, სჯიდა რუსული სიმღერების მოსმენის გამო. ეს კიდევ პარლამენტის სესიაზე რუსეთის/სსრკ-ს ჰიმნს უკრავს“, - აღნიშნავს სალუქვაძე.