logo_geo
eng_logo
საფრანგეთის ექსპრემიერი ფრანსუა ფიიონი რუსული სახელმწიფო კომპანია „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოში შევიდა
- +

3 ივლისი. 2021. 10:02

 

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსული სახელმწიფო კომპანია „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

28 ივნისს „ზარუბეჟნეფტმა“ ფიიონი კომპანიის აფილირებულ პირთა სიაში შეიყვანა, ამის საფუძვლად კი დირექტორთა საბჭოს წევრობა დაასახელა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერი „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრობის კანდიდატი გახდა, 11 ივნისს გავრცელდა.

 

Le Monde-თან კომენტარში ფიიონმა განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში „თან ახლდა რუსეთში რამდენიმე ევროპული კომპანიის წარმომადგენლებს, რის გამოც მას რამდენიმე რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრობა შესთავაზეს“.

 

ფიიონი საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner