logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის ახალი გეგმა პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სისტემის დიდი წარმატებაა
- +

3 ივლისი. 2021. 11:54

 

„მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის ახალი გეგმა პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სისტემის დიდი წარმატებაა. იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში კოვიდ19-ის ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის N1 გამოწვევად რჩება, ვაქცინების რეზერვი და ვაქცინაციის გეგმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე განცხადებით, ვაქცინაციაზე არამხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობა, არამედ ქვეყნის ეკონომიკა, განათლება და უამრავი ოჯახის სოციალური მდგომარეობაა დამოკიდებული.

 

„პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ვაქცინების სხვადასხვა მწარმოებელ კომპანიასთან პირდაპირი მოლაპარაკებები და მაღალი დონის ჩართულობა სწორი ტაქტიკა იყო. ცალკე აღსანიშნავია და მადლობას იმსახურებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომელთა მხარდაჭერაც პანდემიის მართვის პროცესში ძალიან გვეხმარება. განსაკუთრებული მადლობა ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე რჩებიან. „სინოფარმით” მეორე ვაქცინაციიდან ორ კვირაში, მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ჩვენი იმუნური სტატუსი გადავამოწმეთ და კოვიდ19-ის წინააღმდეგ ძლიერი იმუნიტეტი ჩამოგვიყალიბდა“, - წერს არჩილ თალაკვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner