„ვინ დაუკვეთა კვლევა „აიფიემს" - ამ სათაურით გაზეთი „ახალი თაობა" სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის - პაატა ბურჭულაძის ფინანსური მაქინაციების შესახებ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პაატა ბურჭულაძეს მრავალი მევალე ჰყავს და მევალეებს თანხას უკან არ უბრუნებს.
საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პაატა ბურჭულაძე „ნაციონალების" დავალებებს ასრულებს. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ბოლო დროს „IFM"-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შესახებ, რომლის შედეგებიც საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა" გამოაქვეყნა.
კვლევა ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა და მასში 1200 რესპონდენტი მონაწილეობდა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, კვლევის დამკვეთი პაატა ბურჭულაძის პარტია იყო. ბურჭულაძის მიერ დაკვეთილ კვლევაში „ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს - 19 პროცენტი, მეორეზეა „ქართული ოცნება"- 18 პროცენტი, თავად პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" კი - 12 პროცენტი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, კვლევის შედეგების გამოქვეყნება სააგენტოს თავად პაატა ბურჭულაძემ სთხოვა, თუმცა იგი თავად არ უნდა გამოჩენილიყო.
„ფაქტია, პაატა ბურჭულაძემ „ნაციონალების" შეკვეთა შეასრულა. თუმცა, დღეს პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდის წევრები ამ კვლევასთან კავშირს უარყოფენ.
გამოცემა „ჯი-ეიჩ-ენის" რედაქტორი თემურ ჭუმბურიძე აცხადებს, რომ რედაქციას გააჩნია დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კვლევა პაატა ბურჭულაძის პარტიის დაკვეთით ჩატარდა.
რაც შეეხება ორგანიზაცია „აიფიემს", ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს", - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა პაატა ბურჭულაძის ვალების შესახებაც წერს.
„პაატა ბურჭულაძეს მევალეებიც ბლომად ჰყავს. როგორც ჩანს, მსოფლიო ბანმა ჩათვალა, რომ პოლიტიკოსებს ვალის არდაბრუნებაც ეპატიებათ. როგორც ამბობენ, ვალებიც საკმაოდ სოლიდურია და მევალეებიც გავლენიანი ხალხია, მაგრამ, ჯერჯერობით ვალების შესახებ ინფორმაციას არ ახმაურებენ", - ნათქვამია სტატიაში.