ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და პოლიციელსაც და მამა-შვილსაც აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
29 ივნისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს, გამოძიება სხვადასხვა მუხლით ედავება. ადვოკატების თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.