logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით ევროპაში მესამე ადგილზე ვართ
- +

3 ივლისი. 2021. 13:53

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა.

 

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში 15-20% ე.წ. ინდური შტამი ცირკულირებს.

 

„დაახლოებით შემიძლია ვთქვა, რომ 15-20% საქართველოში უკვე ინდური შტამი ცირკულირებს. სხვათა შორის, დღეს ევროპაში, სამწუხაროდ, მესამე ადგილზე ვართ 100 000 მოსახლეზე ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით, პირველ ადგილზე ევროპაში ბრიტანეთია, მერე მოდის კვიპროსი და მესამეზე ვართ, სამწუხაროდ ჩვენ.

 

ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, როგორ მოიკლო პირბადის ტარების მაჩვენებელმა, რადგან სავალდებულო აღარ არის და ჩამოიკლო“, - აღნიშნა იმნაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner