logo_geo
eng_logo
რუსთავის მერია: ძლიერი ქარის გამო შექნილი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს
- +

3 ივლისი. 2021. 13:54

 

რუსთავში, წუხელ ძლიერი ქარის გამო, რამოდენიმე მისამართზე შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია. რუსთავის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ საცხოვრებელი სახლების სახურავები რუსთაველის N35, სარაჯიშვილის N5 და კოსტავას გამზირზე არსებულ კორპუსებში დააზიანა. სამივე ლოკაციაზე სახურავის დაზიანებული ნაწილი, ,,რუსთავსერვის ცენტრისა" და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველება წუხელვე მოხსნეს. სახურავის დაზიანებული ნაწილის აღდგენას მუნიციპალიტეტი დაუყონებლივ დაიწყებს.

 

მათივე ინფორმაციით, ამჟამად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მინდინარეობს ბოსტანქალაქის ქუჩაზე და ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც ქარმა ხეები წააქცია. ძლიერმა ქარმა წუხელ ხეები ბარათაშვილის, მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზეც წააქცია, სადაც შესაბამისი სამუშაო, ,,რუსთავსერვის ცენტრმა" დღეს დილითვე დაასრულა. გუშინდელი სტიქიით მიყენებულ ზიანს ქალაქის მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით აღმოფხვრის.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner