logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება
- +

3 ივლისი. 2021. 14:03

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება და მათი უწყვეტი ნაკადი შემოვა.

 

„ვაქცინების ნაკადი საქართველოში უწყვეტად შემოვა. შესაბამისად, აწი ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება. ამით, საყოველთაო ვაქცინაციის შესაძლებლობა გაჩნდა, რომელსაც გარდა ვაქცინების საკმარისი რაოდენოებისა, ქსელის მზადყოფნა სჭირდება, რომლის მომზადებულია,”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

 

დღეს, 12:00 საათიდან „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაიწყო.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში „სინოფარმის“ ​ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაემატება.

 

შეგახსენებთ, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner