logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე კიბერშეტევა მიმდინარეობს
- +

3 ივლისი. 2021. 14:04

 

„ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულნი.

 

„დღეს, დღის პირველი ნახევრიდან იგეგმებოდა რეგისტრაციის დაწყება, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საიტზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს, რაც პროცესი შეაფერხა. პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები და მიმდინარეობს პრობლემის შეფასება იმისათვის, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ხარვეზი აღმოიფხვრას,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner