logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ახალი ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა
- +

3 ივლისი. 2021. 14:53

 

ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კიდევ ერთი სრულად ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა.

 

გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მდებარე სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე, გასახდელი, განთავსდა ტივტივა ეტლები.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბულვარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი დამხმარე პერსონალი გაუწევს მომსახურებას.

 

ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.

 

გარდა ახალი ლოკაციისა, ბულვარის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟი რესტორან "ძველი გემის" გასწვრივ.

 

უსაფრთხოების მიზნით პლაჟის მომხმარებლებს ვთხოვთ დაიცვან წესები, რომლებიც ასახულია იქვე განლაგებულ საინფორმაციო დაფებზე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner