logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, წლის ბოლომდე ქვეყანა ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს
- +

3 ივლისი. 2021. 15:10

 

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობის შედეგად ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია!

 

ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება!

 

პრემიერ-მინისტრის „ფაიზერის“ პრეზიდენტთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, ივლისიდან მილიონი დოზის მოწოდება დაიწყება.

 

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა.

 

ირაკლი ღარიბაშვილს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. უახლოეს რამდენიმე კვირაში შემოვა ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“. ჯამში, 2 მილიონი დოზა გვაქვს შეკვეთილი.

 

წლის ბოლომდე ქვეყანა ვაქცინის 4 მილიონამდე დოზას მიიღებს.”- წერს გიორგობიანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner