„თუ გახარია იმდენ ხმებს აახევს „ოცნებას“, რომ ვადამდელი ჩატარდება, უგულავას და დანარჩენების ინტერესიც ესაა“ - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის აზრით, ვისაც აწყობს ვადამდელი არჩევნები, ანუ ქვეყნის საარჩევნო ციკლიდან ამოვარდნა, არის „ნაცმოძრაობა“, ვინც ამ ამოცანაში მას დაეხმარება, ავტომატურად მისი მოკავშირე გამოდის.
„უგულავას პოსტის ბოლო სიტყვას, ტექსტის ბოლოში დავუბრუნდები. მანამდე განვიხილოთ რა გვითხრა. გახარიას განცხადებას ეხმაურება, „ნაცმოსთან“ ალიანსს არ შევკრავო, რომ თქვა. ეს კარგია, მაგრამ უგულავას ახლა ალიანსი ადარდებს, თუ ვადამდელი არჩევნები, ანუ „ოცნების“ მიერ 43%-ზე ნაკლების აღება? რა თქმა უნდა, ვადამდელი ადარდებს. თუ, დავუშვათ, გახარია იმდენ ხმებს აახევს „ოცნებას“, რომ ვადამდელი ჩატარდება, უგულავას და დანარჩენების ინტერესიც ესაა. ეს ანა-ბანაა. ამ პოსტით უგულავა ხაზს უსვამს, რომ გახარია ან ბიძინას პროექტია, ან ბიძინას უგზავნის სიგნალებსო. ამით რას ცდილობს უგულავა, „ოცნების“ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, დეზორიენტაციას, რათა ხმები აახიოს? ანუ, ეხმარება? გალანძღვა დახმარების შესაფუთი მასალაა?!
დავუშვათ „ოცნების“ ამომრჩეველს არ ატყუებს და მართლაც ჰგონია ბიძინას პროექტი. მაშინ რატომ ეხმარება და მოუწოდებს ხალხს, „თუნდაც ამას მიეცით ხმაო“? შენ თუ მართლა ივანიშვილს ებრძვი მთელი ეს წლები, როგორც აცხადებ, თუ „ოცნების“ განაყოფიც ივანიშვილის პროექტია, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მიიღებს ხმას, „ოცნება“, თუ ყოფილი „ოცნება?“ შენთვის ხომ იდეოლოგიურად ორივე მოწინააღმდეგე უნდა იყოს? ანუ, გამოდის, რომ უგულავას და მისი მოკავშირეებისთვის, კობახიძე და „ოცნება“ უფრო მიუღებელია, ვიდრე, პირობითად, ბიძინას ახალი პროექტი? შესაბამისად, ბიძინა უფრო მისაღებია, ვიდრე ამჟამინდელი ოცნება? ლოგიკა? ერთუჯრედიანებზეა გათვლილი. მათი ერთი უჯრედით ვადამდელს აწვებიან. ეს გასაგებია. საინტერესოა ვინ იქნება „ნაცმოს“ მოკავშირე ვადამდელის მიღწევაში.
საზოგადოება რას მიიღებს ვადამდელი არჩევნებისგან? უკვე ბევრჯერ დავწერე და ვისაუბრე, რომ ვადამდელის შემთხვევაში მივიღებთ ზუსტად იგივე პარტიებს პარლამენტში, ოდნავი განსხვავებული რეიტინგებით, რომლებიც დღეს არიან. აზრი? ზოგიერთმა პატარა პარტიამ, შესაძლოა, ვადამდელის შემთხვევაში ვერ გადალახოს ბარიერი. ამავე დროს, რასაც მუდმივად ვუსვამ ხაზს, საარჩევნო ციკლიდან ამოვარდნა საზოგადოებას არ მისცემს ახალი რესურსების, ახალი პარტიების შექმნის დროს, რათა „ქართული ოცნების“ საპირწონედ, მოპაექრედ მივიღოთ ახალი და ჯანსაღი პარტიები ამ ცანცარა მარგინალების ნაცვლად. შესაბამისად, მთავარი, ვისაც აწყობს ვადამდელი არჩევნები, ანუ ქვეყნის საარჩევნო ციკლიდან ამოვარდნა, არის „ნაცმოძრაობა“. ვინც ამ ამოცანაში მას დაეხმარება, ავტომატურად მისი მოკავშირე გამოდის.
ჰო, პოსტის ბოლო სიტყვას რაც შეეხება, რა მიზნითაც არ უნდა ეთქვა, გახარიაზე მაგის თქმა უგულავას მხრიდან, სასაცილოა. ისე, როგორ უყვარს რუსული ჟარგონი, რუსული გამოთქმები?!“ - წერს ამირან სალუქვაძე.