საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის მიერ, მოსამართლეების სახლში გაშვებასთან დაკავშირებით „PALITRA NEWS“-ზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.
„ანა, იურისტი ამას როგორ უნდა ამბობდე!!! მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის სახლში გაშვებას იურისტი ქალი აანონსებ... ამის სამართლებრივი მექანიზმი სად არის?! ალბათ შექმნას თავად ცდილობ“, - წერს „ფეისბუქ“ გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.
პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას მომავალ კვირას დაიწყებს. სამუშაო ჯგუფმა 9-ვე კანდიდატის დოკუმენტაცია შეისწავლა, განათლების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გამოითხოვა და დაადგინა, რომ კანონის მოთხოვნებს ყველა მათგანი აკმაყოფილებს.