logo_geo
eng_logo
რუსეთმა უკრაინისთვის დაწესებული ემბარგო გააფართოვა
- +

3 ივლისი. 2021. 17:37

 

რუსეთის ხელისუფლების ახალი დადგენილებით უკრაინისთვის დაწესებული ემბარგო გაფართოვდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

კერძოდ განახლდა სია, რომლის თანახმადაც უკრაინიდან რუსეთში შაქრის, მაკარონის, მაიონეზის, კეტჩუპის, ნაყინის, მინერალური და გაზიანი სასმელების, მუსლის, ბატიბუტის, კაკაოს პასტის, ცხოველის საკვებისა და კონსერვების ექსპორტი აიკრძალა.

 

აკრძალვა ეხება, როგორც უკრაინაში დამზადებულ პროდუქტებს, ასევე ამ ქვეყნიდან განხორციელებულ რეექსპორტს.

 

რუსეთის ხელისუფლება, უკრაინისთვის დაწესებულ ემბარგოს თანდათან აფართოებს. 2016 წელს რუსეთმა ემბარგო დაადო უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ ბოსტნეულისა და ყველის ექსპორტს. 2018 წლიდან რუსეთში უკრაინიდან კარაქის, შოკოლადის, ლუდის, ღვინისა და წვენების შეტანა აიკრძალა. ამ სიას მოგვიანებით დაემატა ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, გლუკოზა, ფრუქტოზა და რადიატორები.

 

ამასთან, 2016 წლიდან მოქმედებს უკრაინის ემბარგო რუსეთის პროდუქტებზე. „შავ სიაშია“ რძის პროდუქტები, ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, ხორბალი და ქაღალდი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner