logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: კომპანია „რუსთავის აზოტი“ ერთ­ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია ჩვენს ქვეყანაში
- +

20 ივლისი. 2016. 14:20



საქართველოს პირველმა ვიცე­პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „რუსთავის აზოტსა" და EBRD­ს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებას შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია „რუსთავის აზოტი" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში.


 

„კომპანია „რუსთავის აზოტი" არის ერთ­ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის კომპანია, რომელსაც ექსპორტზე გააქვს ჩვენი საექსპორტო კალათის მნიშვნელოვანი წილი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ თავისი საექსპორტო პოტენციალი გაზარდოს, შეამციროს ის ენერგოდანახარჯები, რომელიც მას აქვს და ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდეს. პროცესში ჩართულია „საპარტნიორო ფონდიც", რომლის ძირითადი ამოცანაა სწორედ ხელი შეუწყოს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ექსპორტის პოტენციალისა და ასევე სამუშაო ადგილების გაზრდის შესაძლებობას მოგვცემს", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner