logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი ანა ნაცვლიშვილის განცხადებაზე: ესაა უკიდურესად საშიში, პირდაპირი მუქარა და ჩარევის მცდელობა კონსტიტუციით განსაზღვრულ დამოუკიდებელ შტოზე - სასამართლოზე
- +

3 ივლისი. 2021. 18:44

 

„უკიდურესად საშიში, პირდაპირი მუქარა და ჩარევის მცდელობა კონსტიტუციით განსაზღვრულ დამოუკიდებელ შტოზე - სასამართლოზე“, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი, პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქირურგიული ჩარევის და მოსამართლეთა უდიდესი ნაწილის სახლში გაშვების გარეშე, არანაირი ნომინალური რეფორმა არ იქნება დაკმაყოფილებული”.

 

გიორგი ამილახვარი იმედოვნებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველი სწორ პასუხს გაცემს ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლის ამოცანაა, ქირურგიული ჩარევით დაშალონ და გაანადგურონ ხელისუფლების შტოები. მისივე თქმით, ანა ნაცვლიშვილმა უნდა განმარტოს, რას გულისხმობს ქირურგიულ ჩარევაში.

 

„ეს არის უკიდურესად საშიში განცხადება, მნიშვნელოვანია, ამ ქალბატონმა კიდევ ერთხელ განმარტოს დეტალურად, თუ რას გულისხმობს ქირურგიულ ჩარევაში. ეს არის არა მხოლოდ არადემოკრატიული განცხადება, არამედ პირდაპირ მუქარა და ჩარევის მცდელობა კონსტიტუციით განსაზღვრულ დამოუკიდებელ შტოზე - სასამართლოზე, რომ იმ პირობით, თუ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, დაშლიან და სახლში გაუშვებენ მოსამართლეებს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, სწორად შეაფასონ ეს განცხადებები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ამომრჩეველი სწორ პასუხს გაცემს ისეთ ქმედებებს და ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლის ამოცანაა, ქირურგიული ჩარევით დაშალონ და გაანადგურონ ხელისუფლების შტოები,“ - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner