logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას თუ პრეტენზია აქვს, რომ მოსამართლეები კლანმა დაინიშნა, მაშინ მათი შერჩევის პროცესს უნდა დაესწროს
- +

3 ივლისი. 2021. 21:30

 

„ჩვენ ბავშვები ხომ არ ვართ, ხომ ვიცით რაც ხდება... რაც გაახმაურა „ლელოს“ წარმომადგენელმა. ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ სახლში უნდა გაუშვათ მოსამართლეები. რა რეფორმა... თქვენ გგონიათ ვინმეს რეფორმა აინტერესებს?“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში,  განაცხადა.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტში მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით გატარდა. „რეფორმა ისეთია, რომელიც იმ სტანდარტს უზრუნველყოფს, რომელიც ძალიან იშვიათად, რომ მოწინავე პოზიციებზე მყოფ ქვეყნებსაც გააჩნდეს... ძალიან სერიოზული სტანდარტები შემოვიღეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, თუ ოპოზიციას პრეტენზია აქვს სასამართლოსთან და აცხადებს, რომ ესა თუ ის მოსამართლე დაინიშნა კლანის მიერ, სასამართლოში ნეპოტიზმია და ინტელექტუალურად დაბალი დონე, მაშინ მათ გამოცდას და შერჩევის პროცესს უნდა დაესწროს.

 

 „ოპოზიციამ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას, ამერიკელებს და ევროპელებს კი არა, საქათველოს საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი არ ვარგა ამ პოზიციაზე და ის ეჭვი რაც მათ აქვთ გამართლებულია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას მომავალ კვირას დაიწყებს. სამუშაო ჯგუფმა კანდიდატების დოკუმენტაცია უკვე შეისწავლა. ოპოზიცია პროცესის არალეგიტიმურობაზე საუბრობს და ამ დრომდე ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა გასაუბრების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროცესში ჩართულობისკენ დიპლომატებმაც მოუწოდეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner