logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: შევეცდებით, საპენსიო რეფორმაში კერძო სექტორი ჩავრთოთ
- +

20 ივლისი. 2016. 14:22



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცახადა, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდეა, ამჟამად კი მიმდინარეობს კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობა. მისი თქმით, ისინი შეეცდებიან კერძო სექტორის ჩართვას აღნიშნულ საკითხში.


„ჩვენ, თუ არ ვცდები, ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადა კანონმდებლობის შექმნისთვის. რაც ეხება თვითონ სტრუქტურის, ანუ ფონდის შექმნას, რომელშიც თანხების აკუმულირება მოხდება და შემდგომ უკვე ამ თანხების ინვესტირება, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მას შემდეგ, რაც კანონი დაიწერება, მათ შორის ფონდის დებულება გაიწერება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ და რა მიმართულებით მოხდება ფონდიდან ინვესტირება. ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ჩვენ შევეცდებით, კერძო სექტორი ჩავრთოთ ამაში. ჩვენ საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან, მათ შორის, ბიზნესასოციაციასთან მუდმივ შეხვედრებს ვმართავთ. რა თქმა უნდა, ახსნა­განმარტებები იქნება მისაცემი როგორც კერძო სექტორისთვის, ისე თვითონ მოსახლეობისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ამჟამად საპენსიო რეფორმა ორი კომპონენტისგან შედგება - შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს, ხოლო მეორე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომლის თანახმად საპენსიო ფონდში მოქალაქე განახორციელებს 2%­იან შენატანს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან მას საპენსიო ანგარიშზე დამატებით 2­2% გადაურიცხონ. მთლიანი შენატანი 6% იქნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner