logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ქართულ ოცნებაზე“ რომ ლოცულობდეს დილიდან დაღამებამდე და არ ვარგოდეს მოსამართლედ, გგონიათ მხარს დავუჭერთ?
- +

3 ივლისი. 2021. 22:21

 

„სულ „ქართულ ოცნებაზე“ რომ ლოცულობდეს დილიდან დაღამებამდე და არ ვარგოდეს მოსამართლედ, თქვენ გგონიათ ჩვენ მხარს დავუჭერთ?“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  განაცხდა.

 

„ჩვენ ვაპირებთ დავამტკიცოთ მოსამართლეები და სასამართლომ თავის საქციელით დაამტკიცოს, რომ სასამართლოა. სააკაშვილის დროს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არ ჰქონია. თითქმის იგივე შემადგენლობაა და სასამართლოც გადახალისდა. სტრასბურგში საჩივრები და განცხადებები შემცირდა 7-ჯერ. 5 700 დან ჩამოვიდა 800-მდე. ეს რაღაცაზე ხომ მეტყველებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner