logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ერთი „ქეისი“ მაინც მოიტანონ სადაც ისეთი განაჩენია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს
- +

3 ივლისი. 2021. 22:59

 

„ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ სასამართლო გახდა სასამართლო... ერთი „ქეისი“ მაინც მოიტანონ სადაც ისეთი განაჩენია გამოტანილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„თქვენ გგონიათ, რომ ჩვენი საზოგადოება ვერ ხვდება, რომ „შალვას ფანჩატურში“ შეკრებილი ეკლექტური საზოგადოებაა, რომლის ერთი ნაწილი რუსეთის დროშას იქნევს, მეორე ხელს წევს იმასთან ერთად ვინც მოსკოვიდან „ეფესბეს“ ტელევიზიიდან გველაპარაკება. აქეთ შუაში ეს ნათელაშვილი, აქეთ გიგი უგულავა პროდასავლელი... ესენი ერთად რომ ხელს სწევენ საზოგადოება კარგად ხვდება რისთვის შეიკრიბა ეს ეკლექტური ჯგუფი. გრუ-ს სპეცრაზმი შემოვაო, ნინო ბურჯანაძე და მისი შვილი ლაპარაკობდნენ...მე ხომ არ ჩამიწერია, სააკაშვილმა ჩაწერა და გამოაქვეყნა. რისთვის შეიკრიბნენ? დესტაბილიზაციისთვის. ჩვენ რა უნდა გვექნა? მოდით, თქვენია ხელისუფლება და ამ ქვეყნას რა...“- განაცხადა ვოლსკიმ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner