logo_geo
eng_logo
ლეტუვამ ბელარუსიდან გადმოსული მიგრანტების სიმრავლის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- +

4 ივლისი. 2021. 00:44

 

ლეტუვამ ბელარუსიდან გადმოსული მიგრანტების სიმრავლის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

პრემიერ-მინისტრ ინგრიდ სიმონიტეს კაბინეტმა საგანგებო მდგომარეობის მიღების გადაწყვეტილება, სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.

 

სამსახურის ცნობით, 2021 წელს ბალარუსიდან არალეგალურად გადმოსული 822 პირი დააკავეს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 81 შეადგენდა. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მარტო გასულ დღეს 150 არალეგალი დააკავეს ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე.

 

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის, აგლე ბილოტაიტეს თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება არა საფრთხის, არამედ ემიგრანტთა მიღების სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოცხადდა. ​

 

ლიეტუვის მედიის ინფორმაციით, ემიგრანტთა უმეტესობამ უკვე მოითხოვა ლიეტუვაში თავშესაფარი, რომელთა შორის ავღანეთის, კამერუნის, ერაყის და სირიის მოქალაქეები არიან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner