„იმ პერიოდში 2012-ში, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში აბსოლუტურად გაუაზრებელი სიტუაცია ჩამოყალიბდა. მთელი ხელისუფლება, ადგილობრივი, სასამართლო, ეროვნული ბანკი, პოლიცია, პრეზიდენტი, ქალაქის მერი, საკრებულოები პრაქტიკულად ყველაფერი „ნაცმოძრაობის ხელში იყო“. ყველაფერი. უცხოელებისთვის ვიყავით გაურკვეველი პოლიტიკური ძალა, რომელსაც წლები დასჭირდა იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დასავლურ სამყაროში გაგვემაგრებინა. დღეს ვართ იმ დონეზე, რომელზეც საქართველოს არასოდეს ყოფილა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ წავედით ევოლუციური და არა რევოლუციური გზით - ყველა დაიჭირე, გაყარე და შენები მოიყვანე. ჩვენ გვითხრეს პარტნიორებმა მაშინ - არათუ შენი მოსამართლეები უნდა მოიყვანო, არამედ მუდმივად უნდა დანიშნო, რომ მისის დამოუკიდებლობა უზრუნველყო. როგორც კი სასამართლო გავიდა ამ სწორ ხაზზე და დღეს მე-18 ადგილზე დამოუკიდებლობის ხარისხით.მაშინდელ რევოლუციურ სისტემაში ჩვენ ვარჩიეთ სასამართლო ჩამოგვეყალიბებინა და არ დაგვეწყო პიროვნებებზე დევნა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.