logo_geo
eng_logo
„დროა ახალი გამოწვევების“ - სად მიდის ოთარ აბესაძე?
- +

20 ივლისი. 2016. 14:33



განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ესეც ასე. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და ლოგიკური დასასრული. 3 წელი და 6 თვე გავატარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მიხარია და ამაყი ვარ იმით, რომ ვიყავი ჩართული და ვარ ავტორი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების. უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტი, 21 უფასო სპეციალობის პროექტი, დოქტორანტურის დაფინანსება, რომელიც პრაქტიკულად შვილობილია ჩემი, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში სტუდენტების დასაქმება, სხვადასხვა სტუდენტური პროექტები, კონცერტები და ..

 

მიხარია ის, რომ არასოდეს არ ყოფილა ჩემთან კომუნიკაცია პრობლემა. ყოველთვის ღია იყო ჩემი ოთახის კარი ნებისმიერი ადამიანისათვის. არ სჭირდებოდა ჩემთან შეხვედრას არც საშვის დაშვება და არც არანაირი ბიუროკრატიული მექანიზმები. მიხარია ის, რომ მქონდა საშუალება, ძალიან ბევრ ადამიანს დავხმარებოდი. ბევრ აბსოლუტურად უცნობს უბრალოდ სოციალურ ქსელში მოწერით ყოველგვარი შეხვედრის და სხვადასხვა კომუნიკაციის გარეშე.

მიხარია ის, რომ როგორიც წარმომედგინა საჯარო მოხელე, 21- საუკუნის პოლიტიკოსი, აბსოლუტურად ყველასათვის გახსნილი და თანამედროვე, ვცდილობდი და ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რომ ვყოფილიყავი ასეთი. ვცდილობდი, ქვეყნისათვის და ხალხისათვის ბევრი სიკეთე მეკეთებინა. ეს როგორ გამომივიდა, ამას ჩემზე ბევრად უკეთ თქვენ შეაფასებთ.

 

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს, სტუდენტებს, ორგანიზაციებს, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, ჩემს ოჯახს. მე ყოველთვის ვგრძნობდი მათ დიდ მხარდაჭერას. ახლა კი დროა ახალი გამოწვევების, ახალი ენერგიის და ახალი ემოციის. Georgian Dream!!!" - წერს ოთარ აბესაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner