logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანმა ნაღმების რუკების სანაცვლოდ, სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
- +

4 ივლისი. 2021. 01:29

 

ნაღმების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე, სამხედრო პირი გაათავისუფლა.

 

აზერბაიჯანის საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ინიციატივით, სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს​ ფიზულინისა და ზანგილანის რაიონში განთავსებული 92 ათასი ნაღმის რუკები გადასცა.

 

ამ ჰუმანური ნაბიჯის სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner