logo_geo
eng_logo
მედია: ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს
- +

4 ივლისი. 2021. 03:00

 

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

 

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ღაზას სექტორში განთავსებულ დაჯგუფება „ჰამასის“ ობიექტებზე. თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიშები ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით აალებადი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.

 

პალესტინური მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner