logo_geo
eng_logo
მერაბ ბლადაძე: მოვითხოვ, „ნავთლუღის სპეცოპერაციასთან“ დაკავშირებით დაიკითხოს ილია საბაძე
- +

20 ივლისი. 2016. 14:59



მერაბ ბლადაძე „ნავთლუღის სპეცოპერაციის" გამოძიებაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულ საქმეზე წალკის მოქმედი გამგებლის ილია საბაძის დაკითხვას ითხოვს.


„როგორც უფლებადამცველი ვაცხადებ, რომ „ნავთლუღის სპეცოპერაციის" გამოძიება არასრულყოფილად მიმდინარეობს. მიუხედავად ჩემი არაერთი სატელევიზიო თუ პრესის მეშვეობით განცხადებისა აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, არ არის დაკითხული წალკის მოქმედი გამგებელი, რომელიც ჩემს წყაროებზე დაყრდნობით, იმ დროს წალკაში კონტრდაზვერვის უფროსი იყო და მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა დახვრეტილი ბიჭების წალკიდან სასაკლაოზე გაგზავნა...

 

კიდევ ერთხელ მოვითხოვ, „ნავთლუღის სპეცოპერაციასთან" დაკავშირებით დაიკითხოს წალკის მოქმედი გამგებელი ილია საბაძე", - წერს მერაბ ბლადაძე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner