ამერიკის მეგობართა კლუბი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
თქვენო აღმატებულებავ,
ამერიკის მეგობართა კლუბი გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯამრთელობას, უფლის წყალობას, ნაყოფიერ პოლიტიკურ მოღვაწეობას და ხანგრძლივ წარმატებებს დასახული მიზნების მისაღწევად.
გვინდა, ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და სიამოვნებით აღვნიშნოთ, რომ გვახარებს საქართველოს წინსვლა და გაძლლიერება.
ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, პოლიტიკური მისიის აღსრულებისას, თქვენი ხედვა და ძალისხმევა კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე.
სახელდობრ ამერიკის მეგობართა კლუბი მტკიცედ გიჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია მისალოც წერილში.