logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ერდოღანმა ამ ამბოხებით „უამრავი კურდღელი დახოცა“
- +

20 ივლისი. 2016. 15:07



ექსპერტი მამუკა არეშიძე თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ერდოღანმა იცოდა მოსალოდნელი აჯანყების შესახებ და სტიმული მისცა ამბოხის დაწყებას. მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტი შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით გახდება ერთპიროვნული მმართველი და შემდეგ მიხედავს საგარეო პოლიტიკას.


„მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, ერდოღანმა გადასარევად იცოდა, რომ მზადდებოდა ჯანყი მის წინააღმდეგ და უბრალოდ, მოვლენებს დაასწრო. სტიმული მისცა ამბოხის დაწყებას თავისი მეთოდებით და სამხედროებს ამბოხი ისეთ დროს დააწყებინა, როდესაც ისინი ამისთვის მზად არ იყვნენ. საბოლოო ჯამში, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური თვალსაზრისით, ერდოღანმა ამ ამბოხებით „უამრავი კურდღელი დახოცა". ძალიან სიანტერესოა, რომ ამბოხებულებს დააბრალა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, ე.ი. რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება.

 

ამერიკელებს დააბრალა, რომ ისინი დგანან ამ ამბოხის უკან. წელში გადატეხა არმია და უახლოეს მომავალში ახალ ამბოხს არ უნდა ველოდოთ, სამაგიეროდ, ერდოღანი პრაქტიკულად „თეთრ ცხენზე დაჯდა" და განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვა. მოკლედ, ერდოღანმა მიაღწია, რაც უნდოდა. შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით გახდება ერთპიროვნული მმართველი და მერე მიხედავს საგარეო პოლიტიკას, ანუ ბოლომდე შეეცდება იმ გეგმის რეალიზაციას, რომელიც ყოფილ ოსმალეთის იმპერიის სივრცეზე დღევანდელი თურქეთის გავლენების აღდგენას გულისხმობს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner