logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც მართლმადიდებლები, იუდეველები და მუსლიმები ერთად დადგებიან!
- +

4 ივლისი. 2021. 23:01

 

 

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ხვალ დაანონსებულ აქციას, რომელიც ,,ღირსების მარშის" წინააღმდეგაა მიმართული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  სანდრო ბრეგაძის თქმით, ხვალ, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთად დადგებიამ და გააპროტესტებენ ,,ღირსების მარშს".

 

,, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იქნება,სადაც იუდეველები და მუსულმანები ერთად დადგებიან და უარს ეტყვიან გეი-აღლუმს !!!

 

მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი,როდესაც ებრაელები და მუსულმანები ერთად დამდგარიყვნენ - ერთად ებრძოლათ !!!

 

საქართველოს მთავარმა სინაგოგამ და საქართველოს მუსულმანთა მთავარმა სამმართველომ განაცხადეს,რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ლგბტ-პრაიდს !!!

 

დიახ - ხვალ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მოწოდებაზე ერთად დადგება მართლმადიდებელი,იუდეველი,მუსლიმი და ეს იქნება ტოლერანტობის მაგალითი მთელი სამყაროსათვის !!!

 

P.S. გაუნათლებელო ჟურნალისტებო - კოლგოტკიანი კაცების სირბილი კი არ არის ტოლერანტობა,არამედ ის რომ ღაზას სექტორში ერთმანეთს რაკეტებს ესვრიან,ხოლო საქართველოში მიტინგზე გვერდიგვერდ დგანან მუსლიმები და ებრაელები !!!”-წერს ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner