logo_geo
eng_logo
„ამაყი ვარ, რომ ჩემი და მოვკალი“ - პაკისტანელი ბიჭი, რომელმაც საკუთარი და მოკლა
- +

20 ივლისი. 2016. 15:39



პაკისტანის სოციალური მედიავარსკვლავის ქანდიილ ბალოქის ძმა აცხადებს, რომ ის ამაყობს დის მკვლელობით, ვინაიდან „გოგონები იმისთვის იბადებიან, რომ სახლში იყვნენ".


25 წლის ქანდიილი პარასკევს პაკისტანის პროვინცია პუნჯაბის ქალაქ მულთანში იმ სახლში მოკლეს, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. მისი ძმა მკვლელობის შემდეგ გაიქცა, იგი მოგვიანებით დააპატიმრეს. აღიარებით ვიდეოში მომხდარის გამო იგი სინანულს არ გამოხატავს.

 

ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე. მე მას ჯერ ნარკოტიკები მივაღებინე, შემდეგ კი დავახრჩვე. მას ჩვენი ოჯახისთვის სირცხვილი მოჰქონდა", -  აცხადებს ვასიიმ ბალოქი.


ქანდიილმა პოპულარობა თავისუფალი ქცევით მოიპოვა. „ფეისბუქზე" გამოქვეყნებული მისი ვიდეოები სულ უფრო მეტად პოლიტიკური ხდებოდა. ქანდიილის ძმა ვასიიმი აცხადებს, რომ მისი მეგობრების მიერ დის სურათების და ვიდეოკლიპების გაზიარება „უკვე მეტისმეტი" იყო მისთვის და დის მკვლელობა უკეთესი ალტერნატივა იყო, ვიდრე თავის მოკვლა.


ქანდიილი, რომელიც როგორც აღფრთოვანების, ისე გინების ობიექტი იყო, კვირას დაკრძალეს. იგი თავის თავს „თანამედროვე ფემინისტად" მიიჩნევდა და დაახლოებით 750 000 მიმდევარი ჰყავდა „ფეისბუქზე". აღიარებაში ვასიიმი აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, მას სიამაყით და პატივით გაიხსენებენ, და რომ მისი ოჯახისთვის ღირსების დაბრუნებით მან „სამოთხეში" დაიმკვიდრა ადგილი.


გოგონები იმისთვის იბადებიან, რომ სახლში იყვნენ და დაიცვან ტრადიციები. ჩემი და ამას არასოდეს აკეთებდა", - ამბობს ის.


ქანდიილმა „ინსტაგრამში" საკუთარი სელფების გამოქვეყნებისას სათაურში მუფტთან, მაღალი რანგის სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ დაწერა. ვასიიმის თქმით, სწორედ ამ კონკრეტულმა დაპირისპირებამ გამოიწვია ასეთი „დასასრული". ეს ყოველივე მე მუფტთან სკანდალის შემდეგ დავგეგმე და ხელსაყრელ დროს ველოდებოდი", - განაცხადა მან.


ქავის ფოტოებთან დაკავშირებით შექმნილი მედიასკანდალის შედეგად, მას მოვალეობის შესრულება პაკისტანის ერთ-ერთ რელიგიურ კომიტეტში შეუჩერდა.


პოლიციის განცხადებით, ცნობილი სასულიერო პირის ირგვლივ გამოძიება ჩატარდება სოციალური მედიის ვარსკვლავის მკვლელობასთან დაკავშირებით, - განუცხადა პოლიციამ CNN-ს. თუმცა, თავად სასულიერო პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქანდიილის საქმის გამო მასზე ძიება მიმდინარეობს, არასწორი იყო.


პაკისტანის News-თან საუბრისას ქანდიილის დედა ბრალს სდებს სასულიერო პირს მისი ვაჟის მიერ მკვლელობის ჩადენის პროვოცირებაში. იგი აცხადებს, რომ მისმა შვილმა ვასიიმმა მკვლელობა სასულიერო პირის რჩევით ჩაიდინა და ცნობილი სასულიერო პირის საკითხი „უნდა იქნეს გამოძიებული".


„მინდა, ქალები შთავაგონო, ქანდიილის ეს ვიდეო ძალიან არ განსხვავდებოდა იმ ათასობით ვიდეოსგან, რომლებიც ადრე დაახლოებით 20-მა სოციალური მედიის ცნობილმა სახემ გააზიარა მთელ ინტერნეტში. იგი ბოლო ვიდეოში კამერის წინ ტუჩებს ბერავდა და საუბრობდა თავის ვარცხნილობაზე. მაგრამ პაკისტანში მისმა „ფლირტაობამ" და საუბრის მანერამ მიღებული საზღვრები დაარღვია.


2015 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილ გენდერულ ანგარიშში, 145 ქვეყნის სიაში გენდერული დისბალანსის მხრივ პაკისტანი ბოლოდან მეორე ადგილზეა. პაკისტანის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა ყოვლისმომცველია, 2016 წლის პირველ ხუთ თვეში 212 ქალია მოკლული „ღირსების" სახელით. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ არასაკმარისი კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით.


არ არსებობს ღირსება ღირსების სახელით, ფაქტობრივად არ შეიძლება იმაზე მეტად დამამცირებელი იყოს რამე, ვიდრე ჩაიდინო სასტიკი მკვლელობა და ეს ღირსებას მიაწერო", - განაცხადა მან ექვსი თვის წინ.


იმ დილით, როდესაც ქანდიილი მოკლეს, მან გააზიარა ფოტო, სადაც ის ლეოპარდის ზოლებიანი შარვლით და შავი „ტოპით" ვიდეოკამერაში იმზირება. მიუხედავად იმისა, რომ იგი შეშინებული იყო მისი სიცოცხლის გამო, მან დაწერა, რომ მებრძოლი იყო.


მე გამოვალ მდგომარეობიდან", - განაცხადა მან და დასძინა, რომ მას სურდა, იმ ქალებზე ზემოქმედება მოეხდინა, რომლებსაც „ცუდად" ექცევიან და ვისზეც საზოგადოება დომინირებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner