logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის თითოეული ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანია
- +

20 ივლისი. 2016. 15:42



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მოსახლეობას წარუდგინა.


კობა გახლავთ აქაური კაცი, მან ყველაზე კარგად იცის თქვენი ტკივილი, სიხარული და ის იქნება თქვენი ყველაზე კარგი, ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში. ეს არის კაცი, რომელიც ახლოს არის ყველა თქვენგანთან და მეორე მხრივ, მას გააჩნია ის კვალიფიკაცია, რომელიც პარლამენტში მუშაობისთვისაა საჭირო. ის ნამდვილად იდეალური კანდიდატია იმისთვის, რომ ხარაგაულელების ხმა მიიტანოს საქართველოს პარლამენტში. მინდა, ყველა თქვენგანი დავარწმუნო, რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი ტკივილი, მისი სიხარული. ჩვენ ვართ ადამიანური სახის მქონე ხელისუფლება. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ყველაზე მთავარი რაც შევძელით, ეს იყო, რომ თავისუფლება მივეცით თითოეულ ადამიანს. მოვსპეთ ხელისუფლების შიში, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად პრობლემა იყო. ახლა ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან ამბიციური, სწრაფი განვითარების გეგმები იმისთვის, რომ ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ თქვენთან ერთად გარდავქმნათ თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობაში. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner