logo_geo
eng_logo
მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოეწყობა
- +

5 ივლისი. 2021. 12:42

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, საპროექტო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხვარიჭამიის, თეზამისა და კევლიანის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის დაიწყო. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში 11 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

 

 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობით, სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. ტერიტორიაზე არსებული წყლის სათავე ნაგებობა ამორტიზებულია და საჭიროებს რეაბილიტაციას. ასევე, არ ფუნქციონირებს სატუმბო სადგური, რომელიც უშუალოდ სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარეობს. პროექტის ფარგლებში აღნიშნული სოფლებისთვის მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, მაგისტრალები, სათავე ნაგებობები, სატუმბო სადგური და რეზერვუარი, დაგეგმილია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

 

 

ტენდერში გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ “დაგი” საპროექტო სამუშაოები 11 თვეში უნდა დაასრულოს, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის კი 30 თვეა განსაზღვრული. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები და დამსვენებლები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner