logo_geo
eng_logo
ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული 10 მებრძოლი დაკრძალეს
- +

5 მარტი. 2016. 16:06



ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული 10 ქართველი მებრძოლი დაკრძალეს. ექვსი მათგანი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს მიაბარეს მიწას, ხოლო ოთხი დღესვე საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალებიან.



დიღმის ძმათა სასაფლაოზე გარდაცვლილებს პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვეტერანთა დეპარტამენტმა და გენშტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.

 

 

სასაფლაოზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილთა ახლობლები, რომლებიც ხელისუფლებას თავისი ოჯახის წევრების გადმოსვენებისთვის მადლობას უცხადებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner