logo_geo
eng_logo
საკრებულოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „თბილისი-2016“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება
- +

20 ივლისი. 2016. 15:48



დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო კონკურსში  „თბილისი-2016" მონაწილეობის მსურვლთა განაცხადების მიღებას აგრძელებს.


ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლია.


გამონაკლისს ნომინაცია „წლის საუკეთესო ესსე" წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.


კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების შემოქმედებით აქტივობას, პროფესიულ ზრდასა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და წახალისებას, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვასა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება.


კონკურსი „თბილისი" „თბილისობის-2016" ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება და ნომინაციებში-წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესსე, წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები, წლის საუკეთესო ქანდაკება, წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები, ასევე წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაშრომი და ჟიურის სპეციალური პრიზი-გამარჯვებულებს 7 წევრისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.


სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი პრიზი - ხოხბის ქანდაკება გადაეცემათ.

კონკურსში „თბილისი" მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება საკრებულოს ვებგვერდზე: tbsakrebulo.gov.ge შეუძლიათ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner