logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი იზიარებს მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივას ალტერნატიული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესახებ
- +

20 ივლისი. 2016. 15:50


 

„თეთრების" ლიდერი იზიარებს მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივას ალტერნატიული ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესახებ.


„საჭიროა დათათბირება ქვეყანაში შექმნილი რეალური მდგომარეობის  შესახებ და მომავლის ხედვასთან დაკავშირებით,   - აცხადებს  „თეთრების"  ლიდერი,  -  ერთი მხრივ, ხელისუფლება, არა მარტო  დღეს არსებული,  არამედ,  დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება, ამტკიცებს, რომ მუშაობს  წარმატებულად,  ქვეყანაში დიდი აღმავლობაა, სოციალური მდგომარეობა კი უმჯობესდება.   ოპოზიციის  წარმომადგენლები   სრულიად  საპირისპიროს  ამბობენ, რომ დაიქცა, დაინგრა ქვეყანა. სწორედ  ამიტომ გამოდის   მეცნიერთა ჯგუფი ამ კონფერენციის  ჩატარების  ინიციატივით და კარგი იქნება, თუ ხელისუფლება მიიღებს ამ შეთავაზებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩვენ ჩავატარებთ და გამოჩნდება ტელევიზია, რომელიც ამ ღონისძიებას გააშუქებს".


„თეთრების" ლიდერის თქმით, კონფერენციაზე ყველა პარტიამ უნდა წარმოადგინოს თავისი ხედვა ქვეყნის  ეკონომიკური  მდგომარეობისა და მომავლის   თაობაზე.  მოხსენებით კი არა პარტიის ლიდერები, არამედ  მეცნიერები, ექსპერტები და პარტიების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები უნდა წარსდგნენ, რადგან „თეთრების" ლიდერის აზრით, მეცნიერებს განსხვავებული პატიოსნება და პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ.


„ამ ფორუმის მოწვევის  მნიშვნელოვანი   მიზანია  ის, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ     პარტიების წარმომადგენლები, იქნებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები და  მოსახლეობას მიეცემა საშუალება, დაინახოს, ვინ ტყუის, ეს პრინციპული საკითხია, რადგან არჩევნებში მუდმივად  იმარჯვებენ სოციალური დემაგოგები", - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner