„ჩვენი ახალი შვეიცარიული ორსართულიანი მატარებლების სატესტო გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს", - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მატარებლები მგზავრებს უახლოეს ხანში მოემსახურება.
„შტადლერ ქისი" ძალიან მალე მოემსახურება მგზავრებს. მაგრად უხდება ჩემს ულამაზეს ქვეყანას ასეთი ლამაზი რაღაცეები", - წერს ცაგურია.