ვაშლოვანის ნაკრძალში ისევ ხანძარია. ცეცხლი ამჯერადაც რთულად მისადგომ რელიეფზეა გავრცელებული და ტყის ქვედა საფარსა და ხის ფესვებს უკიდია. ადგილზე უკვე მიემართება სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და რეინჯერთა ჯგუფი.
ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი რამდენიმე დღის ინტერვალით ორჯერ გაჩნდა. მაშინ ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში ჩართული იყო ცოცხალი ძალა და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ხანძარი აღნიშნულ ტერიტორიაზე თავდაპირველად მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.