logo_geo
eng_logo
ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ნორვეგიის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის გახსნის ბოლო ეტაპი ივლისის ბოლომდე გადადო
- +

5 ივლისი. 2021. 17:15

 

ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ნორვეგიის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის გახსნის ბოლო ეტაპი ივლისის ბოლომდე გადადო.

 

„არსებობს რისკი, რომ „დელტას“ ვარიანტმა ინფექციის მეოთხე ტალღა გამოიწვიოს მოსახლეობის არავაქცინირებულ ნაწილში, მათ შორის ისინი, ვინც მხოლოდ ერთი დოზით აიცრნენ, დაუცველ ჯგუფებში შედიან“, - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

 

23 ივნისს დაავადებათა კონტროლის ევროპულ ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს ე.წ. ინდური შტამი ევროკავშირში შემთხვევების 90%-ს შეადგენს.

 

11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner