ავტორი ნინო ლაბარტყავა
დღეს კონტრაქციაზე მეც წამეჭიმა აქციის რამდენიმე მონაწილე, ტატუ რო დამინახეს ხელზე. ძალიან მშვიდად და წყნარად დაველაპარაკე და რომ ვერ გავაგებინე ვერაფერი, მერე კარგის ტრაკის გინებაზე გადავედი... კი გაიყვანეს მერე ის ორი გამოშტერებული იქიდან.
გაღიზიანებულია ხალხი, მითუმეტეს, მედიის მიმართ. აქამდე არასდროს შემმთხვევია ეს, რომ ჩემს ტატუს ჩემს საქმიანობაში ხელი შეეშალა, ხოდა დღეს - ასე მოხდა.
ეს კი იმის ბრალია, რომ მედიის დიდი ნაწილი სიძულვილს თესავს და აღვივებს, თავს გვახვევენ ისეთ რაღაცეებს, რისი მოხვევაც არ გვინდა და არ გვჭირდება.
აღიზიანებენ ხალხს, პროვოკატორობენ და მერე იღებენ იმას, რაც დღეს მიიღეს.
მეც მომხვდებოდა, რომ არა ის ადამიანები, ვინც ჩაერივნენ და წაიყვანეს ის ორი ტიპი.
რას ვიტყოდი? არც არაფერს. სამწუხაროდ, ხალხის ნაწილი, განურჩევლად იმისა, რომელ მედიას წარმოადგენენ ჟურნალისტები - ყველასკენ იწევდნენ.
ეს კი ზუსტად იმის ბრალია, რაც ზემოთ დავწერე.
ზოგიერთი დამპალი, ნაძირალა არსებების მეცადინეობით, მივიღეთ ზუსტად ის, რომ დღეს ჟურნალისტებს ფიზიკურად შეეხნენ (მათი უმეტესობა რეალურად ზონდერვიზიის წარმომადგენელი იყო), სამწუხაროდ ეს შეეხოთ იმ ჟურნალისტებსაც (მცირე, მაგრამ მაინც რაღაც ნაწილს), ვინც თავის საქმეს მეტნაკლებად კეთილსინდისიერად აკეთებს და გული მწყდება ამაზე...
გუშინდელი "ღამის კურიერის" შემდეგ, როცა მთელი ეთერი ლგბტ-პროპაგანდას დაეთმო, საერთოდ არ გამიკვირდა, რომ დღეს ზუსტად "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები და ოპერატორები გაილახნენ ყველაზე მეტად.
თან საოცრება ისაა - ტელევიზიებს საკუთარი ჟურნალისტები კონტრაქციაზე რომ ჰყავდათ გაშვებული და პარალელურად, იმ ხალხს ლანძღავენ, რომელ ხალხშიც მათი კოლეგები მუშაობდნენ... პირდაპირ საფრთხეში აგდებდნენ საკუთარ ჟურნალისტებს...
მე ვერ ვიქნები სოლიდარული იმ მედია ზონდერჯგუფების მიმართ, ვისაც დღეს ფიზიკურად შეეხნენ, ან საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ვერ ვიქნები - იმიტომ, რომ დაუწერელი კანონია: რასაც დასთეს, იმას მოიმკი!
მე სოლიდარული ვარ ჟურნალისტთა იმ ნაწილის მიმართ, ვინც თავის საქმეს მეტნაკლებად პატიოსნად აკეთებს, მაგრამ სამწუხაროდ, იმ დაპირისპირებაში მოყვა, რაც ვიხილეთ...
ხოდა, ის ხალხი კიდევ იქაა ახლა, პარლამენტთან და ძაან ნუ უჩიჩხინებთ ტელეეთერებიდან, თორე მოგადგებიან მერე მანდ და იწივლეთ მერე!