logo_geo
eng_logo
ირინა ბათიაშვილი: ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახით საქართველოს ღირსეული, განათლებული და პატრიოტი პრემიერი ყავს
- +

6 ივლისი. 2021. 01:32

 

ანალიტიკოსი ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„კიდევ ერთხელ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახით საქართველოს ღირსეული, განათლებული და პატრიოტი პრემიერი ყავს.

 

დემოკრატია = ხალხის მმართველობას.

 

ადამიანის ძირითადი უფლებების  დაცვით სარგებლობს უმრავლესობა + უმცირესობა ერთად.

 

სადაც იწყება ერთის უფლება, იქ მთავრდება მეორის თავისუფლება.

 

ქვეყნის უსაფრთხოება, მთლიანობა, მშვიდობა, სტაბილურობა და სუვერენიტეტი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დასავლური კურსის და პოლიტიკური მომავლის მთავარი განმსაზღვრელი.

 

თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. დაუშვებელია ყველანაირი დისკრიმინაცია.

 

თუმცა, ადამიანის შეხედულებების გამოხატვის ფორმების შეზღუდვა შესაძლებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, ასევე, სხვათა უფლებების დასაცავად.

 

აშკარაა, რომ რუსთაველზე პრაიდის ჩატარება სამოქალაქო დაპირისპირების და არეულობის რეალურ საფრთხეს ქმნის.

 

ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მთავარ გამზირზე სქესობრივი დამოკიდებულებების ფიზიკური ჩვენება და ინტიმური ცხოვრების აფიშირება გარკვეულწილად ზემოქემედებას ახდენს ბავშვთა ფსიქიკაზე და შეიძლება ბავშვთა უფლებების დარღვევის საფუძვლადაც ჩაითვალოს.

 

ინტიმური ცხოვრების ზღვარგადასული (18+) აფიშირება საზოგადოებაში მხოლოდ ზრდის აგრესიას. ასევე, დამაფიქრებელია იმ იურისტების თუ ოპოზიციური ფრთის პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამ თემებით  ცდილობენ მანიპულაციას“, - წერს ირინა ბათიაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner