დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ესაა მიშას სიურპრიზი? ელჩების ზეაქტივობაც ამაზე ხომ არ მიუთითებს?
ოპოზიციის ჰალსტუხიანო კაცებო, კიდევ ამაყობთ ხელმოწერებით, რომელიც ყველამ-უკლებლივ ყველამ გააკეთეთ?! ახლაც ვერ თუ “არ” ხვდებით, რომ პრაიდი მხოლოდ პროვოკაციაა და უმცირესობების უფლებები ან ამ უფლებების დაცვა არაფერ შუაშია?!
ყველაზე მეტად პოლიციელებს თანავუგრძნობ, მათ არ უნდა ვაგდებდეთ ასეთ მდგომარეობაში არა ვინმეს უფლებების დასაცავად, არამედ პროვოკატორების დასაცავად!
ჟურნალისტებო, გეთაყვა, ნუ გაამწვავებთ ისედაც დაძაბულ სიტუაციას, შორი კადრები გადაიღეთ, არ არის აუცილებელი, აღელვებული ადამიანების ეპიცენტრში კამერებით შეჭრა,”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.